17:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 12:24:25, 2855 ნახვა

პოლიტიკა
„შენების მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „შენების მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი დაასახელა.

შერგელაშვილი „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

როგორც უსუფაშვილმა სიტყვით  გამოსვლისას აღნიშნა,  წარდგენილ კანდიდატს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მენეჯერული, პოლიტიკური და ანალიტიკური 20 წლიანი სტაჟი აქვს.

„შენების მოძრაობა“  დაიწყო და ჩვენ წარმატებით გავივლით სამ წლიან პოლიტიკურ ციფრს.  2020 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, 2018 წელს ჩვენ გვექნება საპრეზიდენტო არჩევნებში  სერიოზული ამბიცია და ჩვენ დღეს ადგილობრივ არჩევნებში   ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით ვიტყვით  სერიოზულ სიტყვას თბილისშიც და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ ამ არჩევნებში შენების მოძრაობას წარმოვაჩენთ როგორც მძლავრ აღმშენებლობით ძალას საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანი. ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი  ლიდერი თბილისში მერობის კანდიდატი  თენგო შერგელაშვილი იქნება. საუკეთესო პროფესიონალი მერობის კანდიდატი  კანდიდატი. თენგო, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად  უკვე მოასწრო და მას აქვს 20  წლის სტაჟი, მენეჯერული, პოლიტიკური, ანალიტიკური. არის სახელმწიფო მმართველობის და თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics