07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 16:08:04, 2518 ნახვა

ეკონომიკა
ვანის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ვანის მუნიციპალიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც  დაუფასოებელი და ბიო ჩაის წარმოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფერეთა ჩაი“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა  ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,18 ჰა მიწის ნაკვეთი.  აღნიშნული ქონება  შპს „ფერეთა ჩაი“-ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

„ფერეთა ჩაი“ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 თვის ვადაში შექმნის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად,  ყოველ ერთ 1 ჰექტარზე  მინიმუმ 500 კგ. დაუფასოებელ ჩაის,  ხოლო ბიოწარმოების შემთხვევაში,  ყოველ 1 ჰა-ზე 250 კგ. პროდუქციის დამზადებას შეძლებს.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიას  ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70 პროცენტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics