|
2017-08-03 15:16:02, 2162 ნახვა
საზოგადოება
პროფესიულ კოლეჯში მომზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შედუღების 10 სპეციალისტი, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ პოლონეთში დროებით დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილიემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამუშაოს მაძიებლები WorkNet.gov.ge -ზე იყვნენ რეგისტრირებულნი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საცდელ პროექტს - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები შეფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება. პარალელურად, ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად მუშაობა მიმდინარეობს. აქტიურად განიხილება ამ მიმართულებით ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგს საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა დაესწრნენ. (NS)
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)