|
2017-08-03 14:24:00, 2548 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე პუტინის ვიზიტზე: ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილ ვიზიტს აფასებს, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებად და საერთაშორისო ნორმების შელახვად. ჯანელიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მშვიდობიან და კონსტრუქციულ პოლიტიკას გააგრძელებს: „ესეც არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის შელახვად და ასევე ძალისმიერი მეთოდებით დაკანონების მცდელობას, ამ პოლიტიკის. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და მშვიდობაზე ორიენტირებულ ყველა ნაბიჯის გადადგმას, რათა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, რათა მოხდეს შერიგება, ნდობის აღდგენა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, რომელიც არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ის პოზიტიური მოვლენები, ის ჩვენი ინტეგრაციული პროცესები, რომელიც ემსახურება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, იყოს და არის ეს ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აუცილებლად ისინიც ერთ დღეს ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით, რომელიც თან ახლავს საქართველოს განვითარებას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამასთან, ჯანელიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და მიდგომა, თუ რა პოლიტიკა უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. „ ეს პოლიტიკა, ხედვა და ნაბიჯები არის სრულ შესაბამისობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სწორედ ამიტომ, იმის გამო, რომ ჩვენ ვართ სრულ შესაბამისობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვიპოვეთ ის ნდობა, რამაც უზრუნველყო ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში და ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)