|
2017-08-03 12:36:14, 2240 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 40 - მდე მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის თემა - „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“ იყო. უწყების ინფორმაციით, ტრენინგზე მოხალისეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს პროგრამებსა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებზე, როგორებიცაა: კოოპერატივების შექმნისა და განვითარების, აგროდაზღვევის, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამები. ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ. ანალოგიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას სააგენტო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებშიც გეგმავს. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA. (NS)
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)