07:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 13:09:15, 2194 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის ექსპორტის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანული საკონსულტაციო კომპანია „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან ერთად, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმიანობას მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე და ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე, GIZ-ის მხრიდან კი - პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ შტეანჰაიმი, პროექტის ექსპერტი რატი ანჯაფარიძე და პროექტის კონსულტანტი, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა მელაძე დაესწრნენ.

„ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად შეაფასებენ სხვადასხვა ინდუსტრიების საექსპორტო პოტენციალს, რის შემდეგაც შერჩეული სექტორების სპეციფიკისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავებენ შესაბამის სტრატეგიასა და ექსპორტის ხელშემწყობ შედეგებზე ორიენტირებულ აქტივობებს. აღნიშნული სექტორების შერჩევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებსა და სექტორულ შეფასებებზე, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოხდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის მიმართულებებს აერთიანებს, მიზნად ისახავს ქართული სამეწარმეო შესაძლებლობების გაზრდას, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა  და სერვისების ექსპორტის ზრდის  ხელშეწყობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება, მისი მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ - ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics