04:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 12:11:31, 2675 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: ღრმად მწამს, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია.

თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებები ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებით.

"სანქციები, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს, ნათელი გზავნილი იქნება პარტნიორების მიმართ, რომ რასაც ვაცხადებთ, იმას ვაკეთებთ. დარწმუნებული ვართ, შევძლებთ ურთიერთგაგების საფუძველზე მომავალში რუსეთთან დიალოგის განხორციელებას. დონალდ ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე აშშ ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად არ მიყვებოდა თავის განცხადებებს. ამან გაამხნევა სხვა მხარე, რომ ემოქმედათ. დარწმუნებული ვართ, დიალოგი უკეთეს შედეგს მოგვიტანს, ხანგრძლივ პრობლემას მოაგვარებს უკრაინაში, საქართველოში და ა.შ",-განმარტა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics