17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 09:11:32, 2375 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილმა მაიკ პენსს „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის ისტორია უამბო (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ოფიციალურ ვახშამზე ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნის ისტორია უამბო.

 „40 წლის წინ ნასამ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა ,,ჩაკრულო" ,,ვოიაჯერის" მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.

კარლ სეიგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასას გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო.

რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ სეიგანმა და ნასამ ,,ჩაკრულოს" დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, ,,ვოიაჯერი", ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს, შეასრულონ ეს სიმღერა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახშამზე „ჩაკრულო“ ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics