2017-07-31 20:08:57, 2398 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პენსი ხვალ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება.
მაიკ პენსი შეხვედრას გამართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასთან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძესთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ შალვა შავგულიძესთან.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან