17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 18:40:42, 2118 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტში მაიკ პენსის დასახვედრად მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის დასახვედრად მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

მათთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი, თუმცა როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, ამერიკული მხარის მოთხოვნით, წინასწარ შეთანხმებული გეგმა შეიცვალა.

„აქ გასაკვირი არაფერია, ეს არის უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად, ამერიკული მხარისგან მოთხოვნები ძალიან მისაღებია. არის რა თქმა უნდა, ძალიან კატეგორიული მოთხოვნები და ჩვენც, შესაბამისად, ვახერხებთ და ძალიან მადლობლები არიან ჩვენი დახმარებით. არაფერი არ მომხდარა, ჯერჯერობით საზოგადოების დასწრების თემა გადასაწყვეტია“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებთ 19:00 საათზე დაეშვება. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics