17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 15:37:53, 2247 ნახვა

საზოგადოება
შსს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით,  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

 კერძოდ, როგორც უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით.

ავტომანქანები  შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით იმოძრავებენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics