15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 14:25:50, 2555 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: წვრთნები მიმართულია მშვიდობისკენ და არა ვინმეს წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ამ წვრთნებით საქართველო თავის თავდაცვიუნარიანობას ამაღლებს.

ეს განცხადება ჯანელიძემ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასხუოდ გააკეთა.

 „ეს წვრთნები მიმართულია მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ, ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული წვრთნები, საქართველო ამაღლებს თავის თავდაცვისუნარიანობას, ასევე ვახდენთ კიდევ უფრო მეტ კონტრიბუციას და თავსებადობას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან და ჩვენი პარტნიორების შეიარაღებულ ძალებთან“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

 „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics