2017-07-29 13:07:18, 2167 ნახვა
საზოგადოება
ქემერში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ქემერში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად კვამლის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაყვანილი და მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ცნობისთვის, თურქეთის კურორტ ქემერში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. Habertürk-ის ინფორმაციით, ხანძარი თურქეთის დროით 08:00 საათზე სასტუმროს სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი, მთელ შენობას მოედო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან