|
2017-07-28 18:07:28, 2024 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეწარმეები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ
დღეს ,,ტექნოპარკში“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-ს შორის, ევროპის მეწარმეთაქსელის (EEN)პლატფორმის გამოყენების შესახებურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით მოხდეს ქართველ მეწარმეთა პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაშიმონაწილეობა. ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებულიათასობით უცხოური კომპანიისგან. როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია აღნიშნავს, პლატფორმა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს საქართველოში ბიზნესისგანვითარებასა და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. ,,ევროპის მეწარმეთა ქსელში ჩვენი მეწარმეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროდუქციის რეალიზაციისა და ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. აღნიშული პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამივე სახელმწიფო უწყება, პროაქტიურ რეჟიმში მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მეწარმეებს იმ სარგებლის შესახებ, რასაც EEN მათ სთავაზობს.მეწარმეებს ასევე დავეხმარებით რეგისტრაციის პროცესში“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ. ,,ჩვენ ერთიანი ევროპული საწარმოების ქსელის ბენეფიტებს საშუალებას ვაძლევთ, მიიღონ და გაავრცელონ საჭიროინფორმაცია. მემორანდუმში მონაწილეობას იღებს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. არაერთ ქართული ორგანიზაციაა, რომელსაც ევროპაში თავისი პროდუქტისგატანა ან ევროპიდან შემოტანა სურს. ამ პროცესში ევროპულ და ქართულ ბიზნესსაწარმოთა შორის მუშაობა სინქრონიზებული უნდა იყოს, სწორედ ამას ემასხურება აღნიშნული პლატფორმა“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანის შეფასებით კი ,,მოიძიე პარტნიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს მემორანდუმი კიქართულ კომპანიებს ხელს შეუწყობს, ჩაერთონ ევროპის მეწარმეთა ქსელში. ,,ამ პლატფორმაში გაწევრიანებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს შეუწყობს კომპანიებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, რომ თავიანთი პროდუქციის და კომპანიის პოზიციონირება ევროპის ყველაზე დიდ მეწამეთა ქსელშიშეძლონ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, ვისთან ერთადაც მემორანდუმი გავაფორმეთ“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა. ევროპის მეწარმეთა ქსელის სერვისების მიღება შეეძლება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს een-georgia.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს een-georgia -ს კონსორციუმის წევრ შემდეგ ორგანიზაციებს: სააგენტ„აწარმოე საქართველოში“, სსიპ-ს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“. (NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)