|
2017-07-27 11:59:05, 2242 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსი-ფარმასა“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ავერსი-ფარმასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის 26 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანიის თანამშრომლები ხელფასიდან ყოველთვიურად ფონდის ანგარიშზე განსაზღვრულ თანხას ჩარიცხავენ. სოლიდარობის ეს ნებაყოფლობითი აქტი “ავერსის” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია. მემორანდუმს ხელი “ავერსი-ფარმას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ მოაწერეს. - "ავერსი" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა და მისი თითოეული თანამშრომელი მუდმივად გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, – აღნიშნა ირაკლი ფურცელაძემ, – ამიტომ ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს სოლიდარობის ფონდის წინადადება, წვლილი შეგვეტანა ონკოლოგიური დაავადების მქონე 22 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობის დაფინანსებაში. გაფორმდა მემორანდუმი და ჩვენ, ავერსელებმა, ვიკისრეთ ვალდებულება, ჩვენი ხელფასიდან განსაზღვრული თანხა ყოველთვიურად ჩაირიცხოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე. ფონდი მაღალპროფესიონალურ დონეზე ახორციელებს თავის საქმიანობას, უკიდურესად მძიმე ავადმყოფებს უწევს ფინანსურ დახმარებას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მინდა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მადლიერება გამოვხატო ფონდის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ყოველდღიური შრომით ცდილობენ, მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსის" გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებებს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებენ. საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის 9 ივნისის სამთავრობო დადგენილებით დაარსდა. მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. იდეა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების: შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვათა, – და გლობალური ორგანიზაციების – UNITAID-ის, ProductRed-ის – გამოცდილების შეჯერებით განხორციელდა. “ავერსი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ წამოწყებას მხარი დაუჭირა. ის თავადაც არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და ამისთვის ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. 2013 წელს “ავერსის” თანამშრომლებმა დააარსეს ფონდი “ავერსელები ავერსელებისთვის”, რომლის მიზანი ერთმანეთის დასახმარებლად თანხების მობილიზებაა. ფონდმა დღემდე 104 ავერსელისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დააფინანსა, რისთვისაც 357 000 ლარი დახარჯა. ყოველი ავერსელი იზიარებს კომპანიის სოციალურ პოლიტიკას და აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში. “ავერსის” დევიზიც ხომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვაა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)