18:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 19:31:33, 2515 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 ივლისს გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, 10 ტომიდან 6 ტომი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა.

გუბელაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მიიღებს ერთადერთ, ობიექტურ, სწორ გადაწყვეტილებას და დაადასტურებს, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ანგარებით გეგმავდა და ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

„ამავე დროს, მამალაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

საპირისპიროს აცხადებს დაცვის მხარე. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებებიდან ახალი არაფერი გამოკვეთილა.

რამიშვილი ამბობს, რომ თუ მოსამართლე ობიექტური იქნება, გიორგი მამალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით არა თუ დასტურდება დანაშაული, არამედ დასტურდება, რომ ბრალდება ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი პროცესი 28 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და ასევე, რამდენიმე მოწმის დაკითხვაც იგეგმება.

ამ დროისთვის საერთო ჯამში ბრალდების მხარეს 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს დაკითხული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics