|
2017-07-25 15:38:41, 2218 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს
„საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ. მათივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა. „კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება:
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გაიზიარონ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; „კივიტას გეორგიკა“; საქართველოს მედია-კლუბი; სათემო განვითარების ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი; სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; „მწვანე კავკასია“; საერთო სამოქალაქო მოძრაობა - „მრავალეროვანი საქართველო“; ქალები რეგიონის განვითარებისთვის; სტუდია „რე“; გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი); კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი); მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (გორი); „საუნჯე“ (ზუგდიდი); ასოციაცია ,,დეა" (ზუგდიდი); „ათინათი“ (ზუგდიდი); დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე); ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე); ასოციაცია „ტოლერანტი“(ახალციხე); საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი); ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა); დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი); ჩვენ – ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი); ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი); იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" (ქუთაისი); ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი); მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა); ღირსეული სიბერე (ქობულეთი); მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული); კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის (დუშეთი); 18. სთეფ ფორვარდი (ბათუმი); ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი); სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“; „მწვანე აკადემია“; მედიაცენტრი „კახეთი“.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)