02:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 21:28:00, 2321 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: ჩემი შეცდომაა, იარაღი უნდა დამეტოვებინა

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე, გუშინ, მარჯანიშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კახიძის თქმით, ლეგალურად ფლობს იარაღს და მას თავდაცვის მიზნით ატარებს. თუმცა, კახიძე ამბობს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა იარაღი არ დატოვა:

„პალიტრა ტვ-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი.

მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ გლოკ 19-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც.

ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია.

იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით.

პ.ს. ჩემი შეცდომაა, უნდა დამეტოვებინა იარაღი, განვმარტავ, რომ ეს არ იყო უკანონო იარაღი“,-წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ოთარ კახიძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics