|
2017-07-24 17:15:28, 2441 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და მოუწოდა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად. მან ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფომრაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები" და აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს 2018 წელს ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის როლის გაძლიერება ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. სხდომას ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გარდა ესწრებოდნენ ეუთო-ს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი და ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელები.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)