04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 14:48:16, 2581 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს ღია კარის დღეები გრძელდება

24 ივლისს საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, დღეს ფინანსთა სამინისტროში მორიგი შეხვედრა ტარდება.  

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, კიდევ ორ დღეს - 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე გაიმართება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადამხდელების ინფორმირების მიზნით ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია. მისი თქმით, ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია, სწორად იქნება გადასახადის გადამხდელამდე მიტანილი.

ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics