|
2017-07-24 11:56:22, 2664 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბუდაპეშტში 24-26 ივლისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან შეხვედრებია დაგეგმილი. უწყების ინფორმაციით, უნგრულ მხარესთან შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხება როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო და ეკონომიკური დაახლოების, ასევე, ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდება ევროკავშრითან სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და შემოდგომაზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)