12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 16:36:05, 2414 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი: საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა

"რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს.  დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყაზბეგში სასტუმრო „სნოს“ გახნისას განაცხადა.

"სასტუმროს გახსნა სიმბოლურია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს პატრიარქის სამშობლოში ხდება, იქ, სადაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გაიზარდა და ყრმობა გაატარა. ჩვენ ასევე მომსწრე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების გამოცემის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს. ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, მე მქონდა ბედნიერება მისი უწმინდესობის აღსაყდრებას დავსწრებოდი. მაშინ 10 წლის ვიყავი. მას შემდეგ ოთხი ათწლეული გავიდა და მინდა როგორც ერთმა ადამიანმა, ქრისტიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ უამრავ ქარტეხილში მან ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებითვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის. ჩვენი პატრიარქის სიტყვის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ სწორედ ეს სასტუმრო, რომლის გახსნასაც დღეს ჩვენ ვესწრებით. მინდა პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, სეკულარიზმი, რწმენის თავისუფლებას გულისხმობს, სეკულარიზმში მოიაზრება ის, რომ საერო ცხოვრება, მოღვაწეობა, ემანსიპირებულია სასულიერო ცხოვრებისაგან. ამავდროულად, სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ნეიტრალურია ყველა სარწმუნოების მიმართ და მეტიც სახელმწიფო არ უწევს ფინანსურ დახმარებას არც ერთ რელიგიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics