2017-07-23 14:23:57, 2326 ნახვა
საზოგადოება
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის ძებნა გრძელდება
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის 22 წლის ნიკა ბეგაძის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.
ცნობისთვის, ნიკა ბეგაძე 19 ივლისს ჩავარდა ჩანჩქერში. ბეგაძე ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან