|
2017-07-21 20:17:31, 1083 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლაშა სირაბიძესთან, შპს „ბათუმის წყლის" დირექტორთან თენგიზ ქოქოლაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ჩაქვში 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გახსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაქვში დასრულდა 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის პროცესი, რომელიც ზღვის დონიდან 52 მეტრზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდა. უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოები, რის შედეგადაც ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ერთ თვეში დასრულდება ჩაქვის მეორე 900 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობაც. რეზერვუარის დაპროექტებისა და სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ბათუმის მერია, საინჟინრო კომპანია Egis Eau, საკონსულტაციო კომპანია MACS და „ბათუმის წყალი" აწარმოებდა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 180 ადგილობრივი მოსახლე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ECETAS INSAAT SANAYI და JV Pfeiffer-Pfeiffer ასრულებდნენ. ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ღირებულება 900 ათას 823 ევროს შეადგენს. პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ,,EU NIF'' ფონდიდან გამოყოფილი გრანტით, 4 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის KfW ბანკმა მოიპოვა. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულდება მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელის მშენებლობა ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, რის შედეგადაც მოსახლეობა წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. პარალელურად მიმდინარეობს მახინჯაურის 1800 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებშივე განხორციელდება წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე. ჩაქვისა და მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობის დასრულების შემდეგ, რეზერვუარებს ექსპლუატაციას შპს „ბათუმის წყალი" გაუწევს.
(NS)
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)