13:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 16:55:49, 2201 ნახვა

საზოგადოება
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები კომპანია „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები კომპანია „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან და მათი მთავარი შეკითხვაა: „რა გაკეთდა ბოლნისში გარემოს დასაცავად?“.

ამის შესახებ საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლემა ნინო ბურჭულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარემოს დასაცავად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„პრეზერნტაცია, რომელიც წარმოადგინეს იყო  ძალიან ბუნდოვანი. მეტიც, ამ პრეზენტაციის შემდეგ საყდრისის კომიტეტს კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა. მთავრი შეკითხვაა? რა გაკეთდა გარემოს დასაცავად? საქმე ის არის, რომ არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა, თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა  ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თავი აერიდებინა. აგრეთვე ძალიან საეჭვოა „არემჯი გოლდში“ დასაქმებულ პირებთა სახელი და გვარები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ჩვენ აღარ გვაქვს შეკითხვები თავად კომპანიასთან, არამედ მივმართავთ, თავად გარემოს დაცვის სამინისტროს. რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას ეწევა „არემჯი გოლდთან“ მიმართებაში“, - აცხადებს ბურჭულაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics