|
2017-07-21 15:59:59, 2419 ნახვა
პოლიტიკა
NDI: მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მათი მოლოდინები ვერ გამართლდა
"მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული. დელეგაციის შეფასებით, მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. „თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა მნიშვნელოვანი. დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს მასშტაბით, მომავალი არჩევნები იქნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების გამოცდა; ოპოზიციურ პარტიებს საშუალება ეძლევათ პოლიტიკური რელევანტურობა წარმოაჩინონ. არჩევნების შედეგები ასევე განსაზღვრავს, მოხდება თუ არა ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)