13:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 14:20:18, 1993 ნახვა

საზოგადოება
მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით,  კორპუსების მშენებლობა დაიწყო.  

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა  ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება.

სოზარ სუბარი მცხეთაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან დიდი ხანია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მცხეთაში დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. დაიწყო 2 კორპუსის მშენებლობა, სადაც ჯამში ბინას 120 ოჯახი მიიღებს. ეს კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს დევნილებს, რომლებიც მცხეთასა და მცხეთის რაიონში ცხოვრობენ, ყველას ექნება გარემონტებული ბინა. მშენებლობა მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში ამ კორპუსებში დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების განსახლების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

5 880 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics