|
2017-07-21 12:13:24, 2260 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რეზო გოგრიჭიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. გორში, წარსულში განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.გ.-მ შურისძიების მიზნით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)