ანგარიშით წარსდგა.

" />
12:56 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 19:10:34, 2448 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგა

დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 6 თვის ანგარიშით წარსდგა.

ანგარიშში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციაზე, კომუნიკაციის სტრატეგიაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოზე როგორც რეგიონებში, ასევე, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან. ანგარიშში საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასა და ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩატარებულ მნიშვნელოვან საქმიანობას და ამ პროცესში პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ასევე, სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე დაისვა შეკითხვები და ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაწეული მუშაობისთვის, გახსნილობისთვის და ხაზი გაუსვა უწყების, როგორც მაკოორდინირებელი ფუნქციის დიდ მნიშვნელობას. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაესვა მის როლს ევროპული ინტერაციის პროცესში.

,,ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაო გავწიეთ იანვრიდან დაწყებული. მათ შორის იყო ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია. ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯები. ვიზასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდა, ასევე, საქართველო გასულ წელს გახდა ევროკავშირის ენერგო -თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ბატონი შევჩოვიჩის მონაწილეობა იყო ამისი კარგი მაგალითი.

ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და ზედმიწევნით სწორი შესრულება იქნება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე გამოწვევა. ჯერ -ჯერობით ეს პროცესი იმდენად დინამიურად და სწორად მიმდინარეობს, ნამდვილად არ ველოდები რაიმე სირთულეებს.

დღეს დეპუტატებთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი კითხვები და მოსაზრებები, რომელთაც წამოწევენ ამ შეხვედრაზე."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics