12:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 18:49:02, 2313 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს

„მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები ეფუძნება ძალიან აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი  გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ  შენიშვნებს. მითუმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული შენიშვნები  თავის მხრივ მათ შორის ეფუძნება ძალიან აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის აქტიური ნეგატიური პოზიცია, რომელიც დაფიქსირებულ იქნა  არაერთი   შეხვედრის დროს. დარწმუნებული ვარ მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და კიდევ უფრო აქტიურად ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში  განსხვავებული აზრი ჩართოს როგორც შემადგენელი ნაწილი  და ჩართოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვეტოს კიდევ ერთი მიზეზები კანონების დაჩქარებული წესით მიღებაა.

„მაშინ როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჩვენ მოგვიწოდებდა საარჩევნო წელიწადს არ მომხდარიყო ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა  საარჩევნო გარემოს, არადა ორივე კანონი ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოს ეხება, წლის განმავლობაშიც არ უნდა მიღებულიყო. ამ შემთხვევაში მიღებული არის სამი თვით ადრე არჩევნებამდე. შესაბამისად მე  ორივე ამ საკითხთან დაკავშირებულ  კანონებს  მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ პარლამენტს“, - დასძინა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics