12:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 17:34:31, 2573 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

პრეზიდენტმა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის, ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო -იაპონიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის განვითარებაში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics