2017-07-20 17:33:31, 2305 ნახვა
საზოგადოება
‘’MAN“-ის ავტობუსები N24 მარშრუტზე გავიდნენ
დღეიდან N24 მარშრუტსაც ‘’MAN“-ის მარკის ახალი ავტობუსები ემსახურებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, N24 გლდანიდან დიღმის მასივის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.
მათივე ცნობით, 21 ივლისს კი, ‘’MAN“-ის ავტობუსების დიდი დიღმის მარშრუტებზე N14-სა და N21-ზე გაშვება იგეგმება.
ცნობისთვის, N14 დიდი დიღმიდან გაგარინის ქუჩით საბურთალოს უკავშირდება, ვარაზისხევიდან რუსთაველზე უხვევს და მოძრაობას ბარათაშვილის გამზირზე ასრულებს. ხოლო, N21 დიდი დიღმიდან ჯერ დიღმის მასივში გადადის, შემდეგ დიდუბეში, სადაც წერეთლის გამზირზე გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე მოძრაობს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან