15:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 13:18:26, 916 ნახვა

რეგიონი
უკრაინის პირველმა ლედიმ ბათუმში პროექტის „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ ფარგლებში მყოფი უკრაინელი ბავშვები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ბათუმში უკრაინის პირველი ლედიც იმყოფებოდა.

მარინა პოროშენკომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად უკრაინის ომში დაღუპულთა შვილები მოინახულა, რომლებიც დასასვენებლად ბათუმში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იმყოფებიან. დელფინების შოუზე დასწრების შემდეგ უკრაინის პირველმა ლედიმ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას"  - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან ბათუმს  10 დღით 20 ბავშვი სტუმრობს.

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა.

უკრაინის მხრიდან პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უკრაინელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დიმიტრი ლუბინცის მხარდაჭერით.

საქართველოში პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ასოციაცია „ერთმანეთისთვის", რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015", საქართველოს ვეტერენთა კავშირი, ახალგაზრდების დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია", კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია".

პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა,  შედგა ბავშვების ქართველ თანატოლებთან შეხვედრები და ურთიერთობა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ ომის ვეტერანთა შვილები და იძულებით გადაადგილებული ბავშვები ანტიტერორისტული მოქმედებების ზონიდან. მათთვის მომზადებული პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს აქტიური დასვენების მრავალაფეროვნებას, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და კომპანია „ორბი ჯგუფის" ფინანსური მხარდაჭერით.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics