12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 21:03:28, 2573 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ბიზნესფორუმის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ საქართველო - უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში მე-6 ადგილზეა.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზარდია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში უკრაინის კულტურის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის 2017-2020 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელმოწერა. 2018 წელს კი უკრაინაში საქართველოს კულტურის დღეების გამართვაა დაგეგმილი.

უკრაინის დელეგაციას წარმოადგენენ - უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კონსტანტინ იელისიეიევი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი, უკრაინის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იჰორ დოლჰოვი, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მაკსიმ სტეპანოვი, ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარმოადგენენ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სტანისლავ ცეგოლკო და საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იჰორ ჟოვკა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ბათუმიდან კიევში გაემგზავრება.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics