|
2017-07-19 20:52:36, 2417 ნახვა
საზოგადოება
არქიტექტორთა კავშირში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა. არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არქიტექტორთა კავშირის წევრებმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენამდე დოკუმენტის საჯარო განხილვები პროფესიულ, აკადემიურ წრეებში და არასამთავრობო სექტორთან გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. ,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არქიტექტორთა საზოგადოებაში, სადაც მათი აქტიური ჩართულობით ვიხილავთ გენერალური გეგმის პროექტს. დღევანდელი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნდა შევჯერდეთ იმ პრინციპულ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებასთან. ამიტომ, იმ სიახლეზე, რაც წარმოდგენილია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან, გაგრძელდება საჯარო განხილვები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესურის და სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რათა მოვისმინოთ ყველა წინადადება, რაც დოკუმენტს უფრო სრულყოფილს გახდის და შემდეგ შევიტანთ დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.
(NS)
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)