განცხადებას.

 

" />
12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 19:12:09, 2403 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება

„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება და ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებას.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ „ამბასადორიალის“ მონაწილეებს განხორციელებულ ნაბიჯების და მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მოგახსენებთ, რომ „ამბასადორიალის“ ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვის და მოსმენის. ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ამ პროცესის პოლიტიზებას ემსახურება. მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული, ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ჩვენ გვქონდა დიდი პატივი, გვემასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს იყო მცდელობა, დაებრალებინათ ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის, რომ ხდება დიპლომატების პოლიტიზება. ეს იყო გადმონაშთი იმ ძველი ტრადიციების, როდესაც ნამდვილად ეძლეოდათ პოლიტიკური დავალებები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და ისინი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდნენ. დღეს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები მოქმედებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სწორი ინფორმაციის მიწოდების პრინციპით და სწორედ ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველი", - განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, თენგიზ ფხალაძემ დღეს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics