12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 15:12:41, 2142 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოვლენ

„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების დელეგაცია ჩამოვა.

ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო დიპლომატია რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების აღდგენაში, სავიზო პრობლემების გადაჭრაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს.

მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსულ-ქართული დიალოგი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, თუმცა ორი ქვეყნის პარლამენტარების ძალისხმევით, ურთიერთობის აღდგენა დაიწყო.

„თბილისში აუცილებლად ჩავალთ. რუსი პარლამენტარები საქართველოში 10 წელია არ ყოფილან. ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს გადასაჭრელი, მათ შორის განვიხილავთ ეკონომიკურ, სავიზო საკითხებს და დიპლომატიურ ურთიერთობებს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ მოსკოვისა და თბილისის კონტაქტების უფრო მაღალ დონეზე აყვანა სურთ.

თავის მხრივ, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ, „იზვესტიას“ განუცხადა, რომ დიალოგის გარეშე, ორი ქვეყნის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა შეუძლებელია.

„თუმცა ყველაფერი მხოლოდ დიალოგზე არ არის დამოკიდებული. არის ბევრი დამატებითი სირთულე და პრობლემები, მაგალითად ოკუპაციის შესახებ კანონი. ჩვენ მთავრობას ჩვენი პოზიცია სწორად არ ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ესმის და ბოლო სიტყვას სწორედ საზოგადოება იტყვის“, - განაცხადა ლომიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics