2017-07-19 09:33:55, 2354 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„დღეს, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ პირველი არხის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს. ამ არხთან და ჩემს კოლეგებთან, ძველებთან თუ ახლებთან, ბევრი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე სამუშაო დღეები და ღამეები მაკავშირებს, მადლობა მათ შრომისთვის, ერთგულებისთვის. დღეს ამ გუნდს დავემშვიდობე, წარმატებები მათ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა“, - წერს ფუტკარაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან