2017-07-19 09:53:02, 2541 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4039 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4039 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.4047 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევროს შეძენა დღეს 2.7787 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7555 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0232 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან