13:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 19:00:56, 2167 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა

დავით  ნარმანიამ  26  მაისის მოედანზე  სამუშაო შტაბში გამართულ შეხვედრაზე  შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ერთი თვის ანგარიში შეაჯამა. 

შეხვედრაზე  ნარმანიამ   შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან  დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. 

„შევაჯამეთ პირველი ერთი თვე, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულდა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან  დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის პირველი ფენის დასაგებად, რომლის  შემდეგაც გადავდივართ მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და სამი-ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო გამოცვლილი,  სრულად აღდგენილია. ეს კი ერთგვარი   გარანტიაა იმის,  რომ გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მყარად. მოსახლეობა გაგებით ეკიდება 24 საათის განმავლობაში მიმდინარე  სამუშაოებს, რისთვისაც მათ და მძღოლებს, რომლებიც ერიდებიან ამ მიმართულებით გადაადგილებას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, პეკინის ქუჩის სხვადასხვა სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო  ახალი სანიაღვრე სისტემა და  რეაბილიტაცია ჩაუტარდა GWP-ს მაგისტრალურ მილსადენებს.

 ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე შეცვლილი  და აშენებულია  35 ცალი ახალი წყალმიმღები ჭა და შესაბამისი დაერთებები ცენტრალურ კოლექტორთან. ცენტრალურ კოლექტორზე შეიცვალა 5 სათვალთვალო ჭა.  

 ამასთან,  სარეაბილიტაციო ტერიტორიის 90%-ზე  დასრულებულია ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი. 

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო.  საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან  3  მილიონი  ლარი გამოიყო.  
მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის რეაბილიტაციას  საკუთარი ხარჯებით თავად კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ. 

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ქუჩის  რეაბილიტაცია  სექტემბერში დასრულდეს. რეაბილიტაციის პროცესის  ოპერატიული მართვა   26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან ხორციელდება.

რეაბილიტაციის პირველი თვის განმავლობაში სამუშაოები დამკვეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით და ვადების ზუსტი დაცვით  ჩატარდა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics