12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 16:53:43, 2549 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია.

მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე, შემიძლია ვთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. მათ შორის, ბლოკების ინსტიტუტს გავიხსენებ, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამართლიანი წესის ჩამოყალიბებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ შესაბამისობაში მოგვეყვანა ადმინისტრაციის ფორმირების წესი სამართლებრივ პრინციპებთან. ამისთვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“,- განაცხადა კობახიძემ.

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics