12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:59:41, 2423 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება საქართველო - უკრაინის ურთიერთობების განვითარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ თვალსაზრისით პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, რომელიც საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა.

„მადლობას გიხდით ამ ისტორიულ ვიზიტში მონაწილეობისთვის. ჩვენს ერებს ძლიერი კავშირები აერთიანებს და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს. მადლობას გიხდით საქართველოს სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართ-მასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივი დეკლარაციის  ხელმოწერაში გამოიხატება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ბარიერებისა და მავთულხლართების მშენებლობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. "სასაზღვრო ნიშნების" მონტაჟზე,  უკანონო დაკავებებზე,  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე.

გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics