10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 09:59:09, 2134 ნახვა

პოლიტიკა
„ამბასადორიალი 2017" ოფიციალურად გაიხსნა

მიმდინარე წლის  18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში"  იმართება.

 „ამბასადორიალი 2017"-ს ოფიციალურად  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიმართა.

 ამბასადორიალის ფარგლებში  სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით იმართება.

„ამბასადორიალი 2017"-ის მონაწილეები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელებენ.

 სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა.

ერთ-ერთი სესია დაეთმობა სამინისტროში შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორგანიზაციულ განვითარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. ცალკე სესია დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ასევე წელს პირველად ამბასადორიალის მონაწილეები სამუშაო სესიის ფარგლებში განიხილავენ დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის" კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს წრეები, საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში - „შპს ჯეოკეპი" გაიმართება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და ა.შ.

 „ამბასადორიალი 2017" მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

 საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

„ამბასადორიალი 2017" საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით 21 ივლისს დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics