2017-07-17 16:59:27, 2867 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4047 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.4015 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ 2.7555 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7411 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0144 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან