12:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 18:27:13, 2485 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპზონის საკონსულოში იმყოფებიან

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მას შემდეგ რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, უახლოეს საათებში ბავშვები საქართველოში გაემგზავრებიან.

"უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში,სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.  ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე , ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს,რომ ყველას ეძინა და არავინ არ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა.

გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი.

ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული  ბათუმში.

მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics