12:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 15:56:12, 2519 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით მაქსიმალურად იქნეს მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა. მისი თქმით, ფონდი „ქართუს" დახმარებით, დღეს რეგიონს გააჩნია უდიდესი პოტენციალი გაიმართოს მაღალი დონის შეკრებები და საერთაშორისო ღონისძიებები რაგბში, გაიზარდოს დაინტერესება რაგბის მიმართ ახალგაზრდა თაობაში და მიღწეულ იქნეს უფრო მეტი წარმატება.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე და რაგბის კავშირის რეგიონული წარმომადგენლები.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics