|
2017-07-14 10:24:34, 2352 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაში მონაწილეობა მიიღო
ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციიის სესია "„ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს მომავალი“ ვრცელი მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე წარსდგა. არველაძემ სესიის მონაწილეებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს DCFTA-ის აღებული ვალდებულებების ფარგლებში აქვს. როგორც გენადი არველაძემ სესიაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაეხმაროს კერძო სექტორს, უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა დიალოგისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სესია ეხებოდა კონკრეტულად ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ასევე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ წარმატებულ გზაზე, რომელიც გავიარეთ დღემდე, მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით, ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომლითაც სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო სექტორს, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი იმ ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების ნაწილში ახორციელებს“ - განაცხადა სესიის დასრულების შემდეგ გენადი არველაძემ. მისივე თქმით, სესიაზე აღინიშნა ის წარმატებები, რომელიც საქართველოს აქვს ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ხაზი გავუსვით იმ მომენტს, რომ უკვე გვაქვს ისეთი ახალი პროდუქტები, რომელიც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ თავსდება ევროპულ ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ქართული პროდუქციის ცნობადობა და ქართველი მეწარმეებიც უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან პროდუქციის ევროპულ ბაზარზე განთავსებისთვის. ამის დადასტურებაა ევროკავშირში ექსპორტის 40 პროცენტზე მეტი ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში დაფიქსირდა“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. თემატურ სესიაზე გენადი არველაძესთან ერთად მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტის წევრი ედუარდ კუკანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ლუკ დევინი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დური და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მთავარმა მომხსენებლებმა სესიის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ბათუმში ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირთან ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მნიშვნელოვანი საკითხები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები თემატურ სესიაზე განიხილეს, რომელიც მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ფარგლებში გაიმართა. (NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)