11:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 19:36:37, 2122 ნახვა

საზოგადოება
„5 თვეა ბახალა წნეხს ებრძვის“ - დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება.

"სამწუხაროდ გიორგის საქმეში მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. ფიზიკური ტყვეობის გარდა ის 5 თვეა იმფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. ეს არის ძალიან მძიმე წნეხი, რომელსაც ბახალა 5 თვეა ებრძვის. ბახალა გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზეც მიუთითებს", - აცხადებს გიორგანაშვილის მხარდამჭერი ოთარ შათირიშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სამართალდამცველებმა 5 თვის წინ დააკავეს. მსახიობს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ, ნარკოტიკული ნივთერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა შენახვისთვის ემუქრება. გიორგი გიორგანაშვილს შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში და სატელევიზიო სერიალებში.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დედაენის ბაღში ასევე იმყოფებიან მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, "ნაციონალური მოძრაობის" რამდნეიმე წევრი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც გიორგანაშვილს მხარს უჭერენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics