|
2020-01-22 22:21:15, 2582 ნახვა
პოლიტიკა
„მოგიწოდებთ, დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა“ - ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და აღნიშნულის თანამდევი ძალადობის გამო, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩვენ, კონგრესის წევრები, როგორც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების გზის დიდი ხნის გულშემატკივრები გწერთ, მაგრამ, როგორც რამდენიმე ჩვენგანმა განვაცხადეთ 13 დეკემბრის წერილში, შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქვათ დაპირებულ დემოკრტიულ რეფორმაზე და აღნიშნულის თანამდევ ძალადობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო. საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება. მოგიწოდებთ, დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცვა როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევებისგან. თქვენს წერილში, რომელიც 17 დეკემბერს გამოგვიგზავნეთ, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, არსებობს ანგარიშები, რომ ფეისბუქმა დახურა „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების დიდი ქსელი. მიუღებელია ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები როგორც ჩანს ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ - ანტიდასავლურ განწყობებს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმ ანგარიშით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან იწყებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების გამოძიებას. მაშინ, როდესაც ნაწილს ამ საქმეებისა, შესაძლოა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. უმეტესობა განიხილება, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკური ფიგურების, მედია მენეჯერების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული სვლა. ჯანმრთელი დემოკრატიის გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლის გარანტიებიც თქვენმა პარტიამ მოგვცა, ითვალისწინებს კანონის უზენაესობის პატივისცემასა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობას. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ მიისწრაფის ქართველი ხალხი დემოკრატიისა და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იმიჯზე, უარყოფითად აისახხება თანამედროვე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები. სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები მკვეთრ ვარდნას აჩვენებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შევიწროებას განიცდიან ამერიკული და ევროპული კომპანიები, რის შედეგადაც ბევრმა საკუთრი ბიზნესის წამოწყებას გადახედა. მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რაც ხელს უშლის ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებას. შემცრებული უცხოური ინვესტიცია არა მხოლოდ აზარალებს ქართველ ხალხს და მის იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის კუთხით, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქითაც მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა. ჩვენ ამ წუხილს გამოვხატავთ იმედით, რომ საქართველოს დემოკრტია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის ურყოფითისკენ შეცვლას. იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ველით თქვენ პასუხს“, - წერია ამერიკელი კონგრესმენების წერილში.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)