2015-04-22 16:12:33, 639 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი-საქართველოს დროშის ავტორისათვის გასამრჯელოს გადაცემა
საქართველოს დროშის პროექტის შემქმნელის, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისათვის გასამრჯელოს გადაცემის შესახებ ცნობა ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.
საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ახმეტელის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმისადმი 1918 წლის 18 სექტემბრის წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს დროშის პროექტის შემუშავებისათვის იაკობ ნიკოლაძეს გასამრჯელოს სახით სამი ათასი მანეთი უნდა გადაეცეს.
აღსაშნავია, რომ ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ბიოგრაფიაში დღემდე გამოტოვებულია მისი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრობა და ამავე საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან